სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინა არასდროს გაწევრიანდება ნატო-ში
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინა არასდროს გაწევრიანდება ნატო-ში

უკრაინა არასდროს გაწევრიანდება ნატო-ში, – ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინაკმა განაცხადა.

კალინაკმა აღნიშნა, რომ უკრაინა არასდროს გახდება ნატო-ს წევრი და გააკრიტიკა „მსურველთა კოალიციის“ მუშაობა.

მისივე თქმით, უკრაინის მხარდამჭერ „მსურველთა კოალიციას“ პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია.

„გაგზავნა თუ არა ჯარისკაცები? არა, არ გაუგზავნია. რა თქმა უნდა, არა“, – განაცხადა კალინაკმა და აღნიშნა, რომ უკრაინას ჰქონდა შანსი, ომი 2022 წელს დაესრულებინა.

მისი თქმით, ევროკავშირი არ უნდა ჩაერიოს კოლექტიურ თავდაცვაში და ამაზე პასუხისმგებელი ნატო უნდა იყოს, რადგან ორი სარდლობა თავდაცვას ვერ უზრუნველყოფს.

„ან ვართ ნატო-ში და მაშინ ეს აღარ გვჭირდება, ან ვართ ევროპაში“, – განაცხადა კალინაკმა სლოვაკეთის საინფორმაციო სააგენტო TASR-თან ინტერვიუში.

ამასთან, სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინას პრობლემები შეექმნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც.