სლოვაკეთის შს მინისტრი მასობრივი საპორტესტო აქციების გამო თანამდებობიდან გადადგა
სლოვაკეთის შს მინისტრი მასობრივი საპორტესტო აქციების გამო თანამდებობიდან გადადგა

სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მასობრივი საპორტესტო აქციების ფონზე თანამდებობიდან გადადგა. ტომაშ დრუკერი აღნიშნულ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი თვის წინ დაინიშნა.

„მე არ მაქვს უფლება დავრჩე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე“, – განაცადა დრუკერმა და აღნიშნა, რომ საზოგადოების დამშვიდება ვერ შეძლო.

მინისტრმა პირობა დადო, რომ უახლოეს რამდენიმე საათში სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკას შეხვდება და მას გადადგომის შესახებ განაცხადს გადასცემს. ამასთან, დრუკერი მოუწოდებს ქვეყნის პოლიციის უფროსს ტიბორ გაშპარს, თანამდებობაზე დარჩეს.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ტომაშ დრუკერი შს მინისტრის ხელმძღვანელად გასულ თვეში სლოვაკეთის ახალი მთავრბის ფორმირების შემდეგ დანიშნეს. მისი წინამორბედი, რობერტ კალინიაკი გამომძებელი ჟურნალისტის, იან კუციაკის მკვლელობის შემდეგ გადადგა.

15 აპრილს სლოვაკეთის ქუჩაში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა და პოლიციის უფროსის გადადგომა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება მოითხოვა.