სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

სლოვაკეთის რესპუბლიკა განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, – ამის შესახებ აღნიშნულია სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის მთავრობას შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წელის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო კონტიგენტის არალეგალურად ყოფნას ბოლო მოუღოს.

სამინისტრო ასევე მოითხოვს, რომ რუსეთმა უზრუნველყოს ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული წვდომა. ჩვენ რუსეთის ქმედებებს, კერძოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ტექნიკური ბარიერების დაყენებას განვიხილავთ კონტრპროდუქტიულად, ზიანის მომტანად ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისა და მათი ცხოვრების ხარისხისთვის.

მოვუწოდებთ კონფლიქტის ყველა მხარეს, დაიწყონ დიალოგი უფრო ინტენსიურად და მეტი კეთილი ნებით, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების საშუალებით, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად”, -წერია განცხადებაში.

სლოვაკეთის რესპუბლიკა აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც მიზნად ისახავს ნდობის მოპოვებას, ჰუმანიტარული და სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხისთვის, პირადი ურთიერთობების განვითარებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას, ისევე რეგიონის მაცხოვრებლებს შორის შერიგების პროცესის დაწყებას.