სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საჭიროა კოორდინირებული მოქმედება, როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება რუსი ტურისტების მიმართ, რომლებიც კვლავაც ცდილობენ ვიზების მიღებას 
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საჭიროა კოორდინირებული მოქმედება, როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება რუსი ტურისტების მიმართ, რომლებიც კვლავაც ცდილობენ ვიზების მიღებას 

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივან კორჩოკის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვის საკითხზე იმსჯელებენ.

მისივე თქმით, საჭიროა კოორდინირებული მოქმედება, თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნების დამოკიდებულება რუსი ტურისტების მიმართ.

„შეხვედრაზე ვიმსჯელებთ რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებით ვიზების აკრძალვის პოლიტიკაზე. ჩვენ სლოვაკეთში უკვე შევაჩერეთ დიპლომატიურ და მომსახურე პასპორტებზე ვიზების გაცემა, მაგრამ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისადმი ჩემი მოწოდება არის, რომ საჭიროა კოორდინირებული მოქმედება, როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება რუსი ტურისტების მიმართ, რომლებიც ვხედავთ, რომ კვლავაც ცდილობენ ვიზების მიღებას და შენგენის სივრცეში მოგზაურობას“, – განაცხადა ივან კორჩოკმა.