სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ძალიან სწრაფი პროცესების გზაზე დგანან და იმედი მაქვს, განვიხილავთ, როგორ შეიძლება მათი დახმარება
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ძალიან სწრაფი პროცესების გზაზე დგანან და იმედი მაქვს, განვიხილავთ, როგორ შეიძლება მათი დახმარება

მოლდოვა, საქართველო და უკრაინა ძალიან სწრაფი პროცესების გზაზე დგანან და იმედი მაქვს, განვიხილავთ, როგორ შეიძლება მათი დახმარება, – ეს განცხადება სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ კლუსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ გააკეთა, რომელზეც აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხიც განიხილება.

მისი თქმით, უკრაინა მეზობელი ქვეყანაა და სლოვაკეთისთვის ამბიციური აღმოსავლეთ პარტნიორობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მეზობელია უკრაინა და ამბიციური აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უნდა ვიპოვოთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ აღმოსავლეთ სამეზობლოში რეფორმების ახალი ტალღის განხორციელებისკენ იქნება მიმართული. ძალიან მნიშვნელოვანია საუბარი მოლდოვაზე, საქართველოსა და უკრაინაზე ერთად, რადგან ეს სამი ქვეყანა ახლა ძალიან სწრაფი პროცესების გზაზე დგას და იმედი მაქვს, განვიხილავთ, როგორ შეიძლება მათი დახმარება“, – განაცხადა მარტინ კლუსმა.

დატოვე კომენტარი