სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – აღმოსავლეთ სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებმა ნატო-ს უნდა მისცეს მოტივაცია, უკრაინასა და საქართველოსთან მეტი გააკეთოს
აღმოსავლეთ სამეზობლოში ამჟამად მიმდინარე მოვლენებმა ნატო-ს უნდა მისცეს მოტივაცია, გააკეთოს მეტი ასპირანტ ქვეყნებთან, უკრაინასა და საქართველოსთან, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში წერს.
„აღმოსავლეთ სამეზობლოში ამჟამად მიმდინარე მოვლენებმა უნდა მოგვცეს მოტივაცია, გავაკეთოთ მეტი ჩვენს ასპირანტ ქვეყნებთან, უკრაინასა და საქართველოსთან. სლოვაკეთის მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი კლდესავით მყარი რჩება“, – წერს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივან კორჩოკი.
Current developments in our Eastern neighbourhood should motivate us to do more with our aspirant countries #Ukraine 🇺🇦 & #Georgia 🇬🇪. 🇸🇰 support to territorial integrity, sovereignty & Euro-Atlantic aspirations of 🇺🇦 & 🇬🇪 remains rock solid. @NATO #ForMin pic.twitter.com/fyKFohTGW3
— Ivan Korcok (@IvanKorcok) December 1, 2021