სლოვაკეთის პრემიერი - უკრაინა თუ დამარცხდება, სლოვაკეთი შემდეგი იქნება
სლოვაკეთის პრემიერი - უკრაინა თუ დამარცხდება, სლოვაკეთი შემდეგი იქნება

უკრაინა თუ დამარცხდება, სლოვაკეთი შემდეგი იქნება, – ამის შესახებ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს გამართულ ერთ-ერთ პანელზე სიტყვით გამოსვლისას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა.

ჰეგერის თქმით, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.

დისკუსიის დროს სლოვაკეთის პრემიერმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის წევრები რუსულ ენერგორესურსებზე ზედმეტი დამოკიდებულების გამო. მან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, შეწყვიტონ საკუთარი პრინციპების დათმობა რუსეთის წინაშე.

„ჩვენ ზედმეტად დიდხანს ვვაჭრობდით ჩვენი ღირებულებებით იაფი გაზისა და ნავთობის სანაცვლოდ. პუტინთან კომპრომისებზე წასვლამ გამოიწვია ომი უკრაინაში. აგრესიული ომი, რომელშიც ხალხი იღუპება“, – განაცხადა ჰეგერმა და აღნიშნა, რომ უკრაინელები საკუთარ სისხლს ღვრიან ევროპული ღირებულებებისთვის.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, იმუშაონ უკრაინასთან და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, რათა შეიმუშაონ სტანდარტული წესები ევროკავშირში მათ გასაწევრიანებლად.