სლოვაკეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გასაჯაროებას ავალდებულებს
სლოვაკეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსების წყაროების გასაჯაროებას ავალდებულებს.
კანონი პარლამენტმა 150-დან 76 ხმით დაამტკიცა.
ახალი კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, ყოველწლიურად, მათ შორის, მიმდინარე წლის ივლისიდან, გაამჟღავნონ დაფინანსების წყარო, ასევე მათი უმსხვილესი დონორებისა და წევრების ვინაობა.
რობერტ ფიცოს მთავრობას სურდა, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ეწოდებინათ „ლობისტები“ და „უცხოური აგენტები“, მაგრამ ევროკომისიის კრიტიკის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს.
სლოვაკეთის ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალი კანონი ფიცოს კრიტიკოსების დაშინების და ქვეყნის რუსეთის გავლენის სფეროში ჩათრევის მცდელობად შეაფასეს. ისინი ამბობენ, რომ კანონპროექტი ტვირთად დააწვება არასამთავრობო ორგანიზაციებს და მთავრობას მისცემს წვდომას კონფიდენციალურ პერსონალურ მონაცემებზე.