სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი ვლადიმირ სიმონიაკი - ვხედავთ ისტორიული „აბრეშუმის გზის“ ხელახალ აღორძინებას, სლოვაკეთს სურს, თავისი როლი შეასრულოს ამ პროცესში
სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი ვლადიმირ სიმონიაკი - ვხედავთ ისტორიული „აბრეშუმის გზის“ ხელახალ აღორძინებას, სლოვაკეთს სურს, თავისი როლი შეასრულოს ამ პროცესში

„აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაზე – „გლობალური ვაჭრობის განახლება“ სლოვაკეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, სახელმწიფო მდივანმა, ვლადიმირ სიმონიაკმა აბრეშუმის გზის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ პროცესში სლოვაკეთის ჩართულობაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის დიდი პატივია თბილისში ვიზიტი. ისტორიული აბრეშუმის გზა ჩვენ წინაშე ხელახალ აღორძინებას განიცდის. სლოვაკეთი ევროპის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია სამანქანო და ინდუსტრიული წარმოების მხრივ და მას სურს, თავისი როლი შეასრულოს აღნიშნულ პროცესში“, – აღნიშნა სიმონიაკმა.

ცნობისთვის, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ უკვე მეხუთედ ტარდება თბილისში და მასში მონაწილეობენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.