სლოვაკეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს ქრთამის აღების ბრალდებით გაასამართლებენ
სლოვაკეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს ქრთამის აღების ბრალდებით გაასამართლებენ

სლოვაკეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს ქრთამის აღების ბრალდებით გაასამართლებენ. პეტერ კაჟიმირი 2018 წელს, ფინანსთა მინისტრად ყოფნის დროს ქრთამის აღებაში დამნაშავედ ცნეს. მას ჯარიმის სახით 100.000 ევროს გადახდა დაეკისრა, ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მოსამართლის თქმით, პროკურატურას მიაჩნია, რომ კაჟიმირმა შუამავლის როლი ითამაშა საგადასახადო ინსპექციის ყოფილი უფროსის, ფრანტიშეკ იმრეჩესთვის 48 ათასი ევროს გადაცემაში, როდესაც ის ფინანსთა მინისტრი იყო. იმრეჩეს კორუფციისთვის ბრალი 2020 წელს წაუყენეს.

თავად პეტერ კაჟიმირი ყოველგვარ ბრალდებას უარყოფს და სიცრუეს უწოდებს.