სლოვაკეთის ახალი მთავრობა მიგრანტების შესაკავებლად უნგრეთის საზღვართან ასობით პოლიციელსა და სამხედროს განათავსებს
სლოვაკეთის ახალი მთავრობა მიგრანტების შესაკავებლად უნგრეთის საზღვართან ასობით პოლიციელსა და სამხედროს განათავსებს

სლოვაკეთის ახალი მთავრობა მიგრანტების შესაკავებლად უნგრეთის საზღვართან ასობით პოლიციელსა და სამხედროს განათავსებს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც ახალდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, უკანონო მიგრაცია უნდა იყოს კონტროლის ქვეშ მოქცეული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ქვეყანაში შესაძლოა, მოხვდნენ ტერორისტულ ჯგუფებთან დაკავშირებული პირები.

რობერტ ფიცოს საზღვარზე უსაფრთხოების ძალების განთავსების დეტალებზე არ უსაუბრია. ის ორშაბათს ერთ-ერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტს ეწვია.

„ჩვენ გვინდა, გავაგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ ახალ მთავრობასთან ერთად მოვიდა ახალი მიდგომა უკანონო მიგრაციის მიმართ“, – განაცხადა სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატუშ სუტაჯ ესტოკმა.

მედიასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ უნგრეთთან საზღვრის დასაცავად „დიდი ოდენობით ძალები“ განთავსდება.