სლოვაკეთი უკრაინისთვის „მიგ-29”-ის ავიაგამანადგურებლების გადაცემას გეგმავს
სლოვაკეთი უკრაინისთვის „მიგ-29”-ის ავიაგამანადგურებლების გადაცემას გეგმავს

სლოვაკეთი უკრაინისთვის საკუთარი „მიგ-29”-ის ავიაგამანადგურებლების გადაცემას გეგმავს.

როგორც „ბიბისი” წერს, აღნიშნულის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, მარტინა კოვალკაშიკოვამ განაცხადა.

„ჩვენი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ეს თვითმფრინავები უკრაინაში გაიგზავნოს. შესაბამისად, შესაძლებელია ისეთი სცენარიც, რომ სლოვაკეთი უკრაინას თვითმფრინავებს მიაწვდის და ევროკავშირისგან მიიღებს მათი ღირებულების საფასურს, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის”, – განაცხადა პრესმდივანმა.

კოვალკაშიკოვას ავიაგამანადგურებლების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა როგორც „ბიბისი” წერს, სლოვაკეთის განკარგულებაშია 12-მდე „მიგ-29”-ის ავიაგამანადგურებელი.