სლოვაკეთი სამ რუს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს
სლოვაკეთი სამ რუს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს

სლოვაკეთი სამ რუს დიპლომატს გააძევებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც ბრატისლავაში აცხადებენ, რუსეთის საელჩოს თანამშრომლები, რომელთაც ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს, ვენის კონვენციას არღვევდნენ.

როგორც სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს, რუს დიპლომატებს ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. სლოვაკეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ სლოვაკეთი რუსეთთან კარგი ურთიერთობისკენ მიისწრაფვის, მაგრამ დიპლომატებმა საკუთარი საქციელის გამო სლოვაკეთი უნდა დატოვონ.

რუსეთში განაცხადეს, რომ მომხდარზე საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.