Sky Sport - „რეალმა“ ლევანდოვსკიზე უარი თქვა
Sky Sport - „რეალმა“ ლევანდოვსკიზე უარი თქვა

მადრიდის „რეალმა“ მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე მოლაპარაკებები შეწყვიტა, – იტყობინება Sky Sport Germany. ამასთან, არ დასახელებულა მიზეზი, რის გამოც „სამეფო კლუბსა“ და 29 წლის პოლონელის აგენტ პინი ზაჰავის შორის მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდა.

იქამდე, „ბაიერნის“ პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ფორვარდი მიუნხენში მომავალ სეზონში დარჩება. ლევანდოვსკის კონტრაქტი გერმანიის ჩემპიონთან 2012 წლის ზაფხულამდეა ძალაში.