Sky Italy - იტალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მანჩინი იქნება
Sky Italy - იტალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მანჩინი იქნება

სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი რუსულ კლუბს 2017-18 წლების სეზონის შემდეგ დატოვებს.

როგორც Sky Italy იტყობინება, მანჩინიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია და ის ქვეყნის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება.
მომავალი კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

„სკუადრა აძურას” დამრიგებლის პოსტი ვაკანტურია მას შემდეგ, რაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის წაგების გამო, მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ჯამპიერო ვენტურამ.

იტალიის ნაკრების მწვრთნელობის ძირითადი კანდიდატი კარლო ანჩელოტი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ამ სამუშაოზე წასვლა გადაიფიქრა.