"სკუადრა აძურას" ბედი დღეს "სან სიროზე" გადაწყდება
"სკუადრა აძურას" ბედი დღეს "სან სიროზე" გადაწყდება

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, მილანში, ლეგენდარული “ჯუზეპე მეაცა” (იგივე “სან სირო”) თავის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩს უმასპინძლებს. იტალიის ეროვნულ ნაკრებს, რომელიც 3 დღის წინ შვედეთში 0-1 დამარცხდა, უმძიმესი მატჩის ჩატარება მოუწევს.

იტალიის ნაკრების დღევანდელი სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონებს იოლი გასეირნება არ ელოდებათ. იტალიელებს ორ ბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებათ.

არუმატებელი თამაშის შემთხვევაში, 1958 წლის შემდეგ პირველად, “სკუადრა აძურა” შესაძლოა მუნდიალს მიღმა აღმოჩნდეს.

შვედეთის ნაკრები მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება, ხოლო იტალიელებს ორი ყვითელი ბარათის გამო ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი მარკო ვერატი არ ეყოლებათ.

იტალია და შვედეთი დღემდე 24-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, ,,სკუადრა აძურამ” 11 მატჩი მოიგო და 7-ში დამარცხდა.