სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით მონტენეგრომ ერთი რუსი დიპლომატი გააძევა
სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით მონტენეგრომ ერთი რუსი დიპლომატი გააძევა

ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით, მონტენეგრომ ერთი რუსი დიპლომატი გააძევა.

მონტენეგროს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუშაობის უფლება შეუჩერდება რუსეთის საპატიო კონსულსაც.

ქვეყნის მთავრობაში ამბობენ, რომ რუს დიპლომატს მონტენეგროს დასატოვებლად შვიდდღიანი ვადა მიეცა.

ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, 20-ზე მეტმა ქვეყანამ 100-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევა. რუსეთში აცხადებენ, რომ ეს არამეგობრული ნაბიჯი უპასუხოდ არ დარჩება.

სეგრეი სკრიპალი 4 მარტს მოწამლეს. ბრიტანეთმა ქიმიური იარაღის გამოყენებაში რუსეთი დაადანაშაულა.