სკრიპალების მოწამვლის საქმეზე, აშშ-ი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს
სკრიპალების მოწამვლის საქმეზე, აშშ-ი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს

სკრიპალების მოწამვლის საქმეზე აშშ-ი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს.

შეზღუდვები ძალაში 22 აგვისტოს შევა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„სანქციები სოლსბერიში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ნერვულ-პარალიტიკური შხამის, “ნავიჩოკის” გამოყენების გამო, დაწესდება. ამ ქიმიური იარაღის გამოყენება ყველა კონვენციის გვერდის ავლით მოხდა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა.

შეგახსენებთ, რუსი ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ქალაქ სოლსბერიში, 4 მარტს, მოწამლეს.

დიდმა ბრიტანეთმა მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა და რუსი დიპლომატები გააძევა. ანალოგიურად მოიქცა აშშ-ი და ევროკავშირის 20-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამვლის შედეგად არ დაღუპულან. ისინი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს.

რუსეთი სკრიპალების საქმესთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს.