სკოტლანდ იარდის „ტვიტერის“ გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა
სკოტლანდ იარდის „ტვიტერის“ გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

სკოტლანდ იარდის „ტვიტერის“ გვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ლონდონის პოლიციის სამსახურმა თავად განაცხადა.

სამართალდამცავი უწყების ცნობით, თავდასხმის დროს ინტერნეტ-ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა, კიბერდამნაშავეებმა მხოლოდ მიკრობლოგის ოფიციალურ გვერდზე შეღწევა მოახერხეს, რომლის საშუალებითაც პოლიციის სამსახური სიახლეებს ავრცელებს.

გვერდზე კონტროლის მოპოვებამდე სკოტლანდ იარდი მომხმარებლებს მოუწოდებს, მიკრობლოგზე განთავსებულ სიახლეებს ყურადღება არ მიაქციონ, რადგან ისინი მათი სახელით არ ვრცელდება.

დატოვე კომენტარი