„სკოტლანდ იარდი“ – ლონდონბრიჯზე ტერაქტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

00:29, 30.11.2019
Police gather near The Monument in central London, on November 29, 2019, after reports of shots being fired on London Bridge. - Armed police shot a man on London Bridge following a stabbing incident on Friday in which several people were believed to have been injured, reviving memories of a terror attack two years ago in which eight were killed. (Photo by Ben STANSALL / AFP)

ლონდონში ტერაქტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ სამი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. ეს არის ბოლო მონაცემები, რომელსაც „სკოტლანდ იარდი“ ავრცელებს.

დღეს ლონდონის ცენტრში მამაკაცი თავს დაესხა გამვლელებს და დანით დაჭრა რამდენიმე ადამიანი. თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა და ის ადგილზევე გარდაიცვალა.

ლონდონის პოლიციამ ლონდონბრიჯზე მომხდარი თავდასხმა ტერორისტული აქტად გამოაცხადა. დამნაშავეს ტანზე ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი ნივთი ეკეთა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.

მომხდართან დაკავშირებით დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სიტუაციების ე.წ. კობრას კომიტეტის სხდომა დანიშნა.

ტერაქტის გამო, ხვალისთვის დაგეგმილი ყველა წინასაარჩევნო ღონისძიება გაუქმდა.

მსგავსი