სკოტ მაკტომინეიმ ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო #1TVSPORT
სკოტ მაკტომინეი „ნაპოლის“ უბრუნდება. 29 წლის შოტლანდიელი ნახევარმცველი, რომელსაც ბოლო დროს გულის პრობლემებმა შეუშალა ხელი, ჯერჯერობით საერთო ჯგუფთან ერთად არ ემზადება. მიუხედავად ამისა, ექიმების მკაცრი მეთვალყურეობით მან აქტიური ინდივიდუალური ვარჯიში დაიწყო.
„ნაპოლის“ სამედიცინო შტაბი ვარაუდობს, რომ სანაკრებო შესვენების შემდეგ სკოტ მაკტომინეი მოედანს ეტაპობრივად დაუბრუნდება.
შოტლანდიელი ფეხბურთელი „ნაპოლის“ წევრი 2024 წელს გახდა. 2025 წელს მან გუნდთან ერთად იტალიის სერია A მოიგო და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.