სკოტ ბესენტი – ვაშინგტონი თეირანზე ზეწოლის გასაძლიერებლად ირანთან კავშირის გამო სხვადასხვა სტრუქტურის წინააღმდეგ ახალი სანქციების ყოველკვირეულად დაწესებას გეგმავს
ვაშინგტონი თეირანზე ზეწოლის გასაძლიერებლად ირანთან კავშირის გამო სხვადასხვა სტრუქტურის წინააღმდეგ ახალი სანქციების ყოველკვირეულად დაწესებას გეგმავს,- ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ნახავთ, რომ ყოველ კვირას ასეთი ზომები გაცილებით მეტი იქნება. ჩვენ ვიწყებთ ბანკებიდან და ვეუბნებით მათ, რომ დაუშვებელია ირანული ფულის შენახვა და რეჟიმისთვის დახმარების გაწევა“, – განაცხადა ბესენტმა.
მან ასევე თქვა, რომ დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც დღრეს ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ ეშვილში იწყება, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ირანთან კავშირების გამო სანქციების დაწესების შესაძლებლობის შესახებ გააფრთხილებს.
ცნობისათვის, 24 აგვისტოს ბესენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს გაამკაცრებს და თეირანის შემოსავლის წყაროების სრულად დაბლოკვას გეგმავს. ამასთან, აშშ-ის ხაზინის მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად იქნება, სანქციები დაუწესოს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ირანის წინააღმდეგ ახალი შემზღუდავი ზომების შესრულებაზე უარს იტყვის.