სკოტ ბესენტი – თეთრი სახლი დღეს ან ხვალ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გამოაცხადებს
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვან ახალ სანქციებს გამოაცხადებს.
„ჩვენ ან დღეს, საღამოს, ან ხვალ, დილით გამოვაცხადებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვან გაძლიერებას. უნდა დაელოდოთ და ნახოთ, რა იქნება ეს“, – აღნიშნა ბესენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპი რუსეთთან დაკავშირებით სანქციების მნიშვნელოვან ზრდას გამოაცხადებს.