სკოტ ბესენტი რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა

21:45, 31.08.2026

აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენბისი“ ავრცელებს.

შეხვედრა ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ ეშვილში, „დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების სამიტზე გაიმართა. მედიის ცნობით, ბესენტისა და სილუანოვის შეხვედრაზე დონალდ ტრამპის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმა განიხილეს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

Fox Business-ის წყაროს ცნობით, ბესენტმა პრეზიდენტ ტრამპის მიერ უკრაინის საკითხზე შემუშავებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარადგინა.

ცნობისთვის, რუსეთის ფინანსთა მინისტრი G20-ის სამიტში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად მონაწილეობს.

მსგავსი