სკოტ ბესენტი – ნებისმიერი ზიანი, რომელსაც ირანი ჩვენს მოკავშირეებს აყენებს სპარსეთის ყურეში, ირანის ანგარიშებიდან ამოღებული თანხებით ანაზღაურდება
ნებისმიერი ზიანი, რომელსაც ირანი ჩვენს მოკავშირეებს აყენებს სპარსეთის ყურეში, ანაზღაურდება ირანის ანგარიშებიდან ამოღებული თანხებით, – ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
ბესენტის თქმით, ირანის რეჟიმი წააგებს ნულოვანი ჯამის თამაშს, რომელსაც თამაშობს.
„სპარსეთის ყურის საქმეთა ორგანოსთვის გადახდილი ნებისმიერი გადასახადი ანაზღაურდება მათი ანგარიშებიდან ამოღებული თანხებით. ირანის მიერ განხორციელებული ყოველი თავდასხმა მხოლოდ გაამწვავებს მის წინაშე არსებულ ეკონომიკურ და ფინანსურ შედეგებს”, – აღნიშნა სკოტ ბესენტმა.
The Iranian regime will lose the zero-sum game it is playing.
Any damage it inflicts on our allies in the Gulf will be paid for with funds extracted from Iranian Accounts.
Any tolls paid to the Persian Gulf Strait Authority will be offset by funds extracted from their accounts.…
— Treasury Secretary Scott Bessent (@SecScottBessent) June 11, 2026