სკოტ ბესენტი - იაპონიის პრემიერმა გამოაცხადა ვადამდელი არჩევნები და დღეს მან დიდი გამარჯვება მოიპოვა, ის არის შესანიშნავი მოკავშირე, იაპონია როცა ძლიერია, აშშ აზიაში ძლიერია
სკოტ ბესენტი - იაპონიის პრემიერმა გამოაცხადა ვადამდელი არჩევნები და დღეს მან დიდი გამარჯვება მოიპოვა, ის არის შესანიშნავი მოკავშირე, იაპონია როცა ძლიერია, აშშ აზიაში ძლიერია

აშშ-ის სახაზინო მდივანმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს „შესანიშნავი მოკავშირე“ უწოდა.

„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში სკოტ ბესენტმა იაპონიის ვადამდელ არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მხარი დაუჭირა სანაე ტაკაიჩის.

„დიახ, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ვადამდელი არჩევნები, ყველაზე სწრაფი ვადამდელი არჩევნები იაპონიის ისტორიაში. და დღეს მან დიდი გამარჯვება მოიპოვა. ის არის შესანიშნავი მოკავშირე, შესანიშნავი ურთიერთობა აქვს პრეზიდენტთან. იაპონია როცა ძლიერია, აშშ ძლიერია აზიაში“,  – განაცხადა ბესენტმა.

შეგახსენებთ, რომ, ეგზიტპოლის მიხედვით, იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია (LDP) ლიდერობს. ვადამდელ არჩევნებში ტაკაიჩის პარტიამ, შესაძლოა, ქვედა პალატაში 300-ზე მეტი ადგილი მოიპოვოს. უმრავლესობისთვის 233 ადგილია საჭირო.