სკოტ ბესენტი - ევროპელი პარტნიორები აშშ-ს უნდა შეუერთდნენ ირანის წინააღმდეგ ღონისძიებებში, ახლო აღმოსავლეთისა და აზიისგან კი მოვითხოვთ, რომ ირანის ჩრდილოვანი საბანკო ქსელები აღმოფხვრან
აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი მოკავშირეებს მოუწოდებს, უფრო მეტად შეაფერხონ ირანის დაფინანსების ქსელები. ამის შესახებ ბესენტმა პარიზში, „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბესენტის თქმით, ირანის რეჟიმის მოწინააღმდეგეები სრულად უნდა დაუდგნენ აშშ-ს გვერდით.
„ამისთვის საჭიროა, მაგალითად, ჩვენი ევროპელი პარტნიორები შეერთებულ შტატებს შეუერთდნენ ირანის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გატარებაში, მისი დამფინანსებლების სანქცირებით, ფიქტიური კომპანიების გამოაშკარავებით, საბანკო ფილიალების დახურვითა და მარიონეტული სტრუქტურების დაშლით. ახლო აღმოსავლეთისა და აზიის წარმომადგენლებისგან კი მოვითხოვთ, რომ ირანის ჩრდილოვანი საბანკო ქსელები აღმოფხვრან“, – აღნიშნა ბესენტმა.