სკოტ ბესენტი - ე.წ. შათდაუნის გამო აშშ-ის ბიუჯეტმა ყოველდღიურად, შეიძლება, 15 მილიარდი დოლარი დაკარგოს
ე.წ. შათდაუნის გამო, აშშ-ის ბიუჯეტმა ყოველდღიურად, შეიძლება, 15 მილიარდი დოლარი დაკარგოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
ბესენტი მოუწოდებს დემოკრატებს, „გმირულად მოიქცნენ და გამოეყონ რადიკალიზმს“.
„გააკეთეთ რამე ამერიკელი ხალხისთვის, რადგან ზიანი გვადგება. ამერიკის ეკონომიკას, შესაძლოა, შათდაუნი დღეში 15 მილიარდი დოლარი დაუჯდეს და ეს არის დემოკრატების მიერ მიღებული გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ბესენტმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის მთავრობამ მუშაობა, 16 დღეა, რაც შეაჩერა. ათასობით ფედერალური თანამშრომელი იძულებულია, ანაზღაურების გარეშე იმუშაოს, ხოლო ტრამპის ადმინისტრაციამ სამსახურიდან 4 108 საჯარო მოხელე გაათავისუფლა.