სკოტ ბესენტი – აშშ ირანის წინააღმდეგ ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დააწესებს
აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს.
მისივე თქმით, ვაშინგტონის ასეთი ნაბიჯი შეამცირებდა ახალი მასშტაბური სამხედრო ოპერაციების საჭიროებას.
„ეს ორმაგი დარტყმაა. ჩვენ გვაქვს ბლოკადა და ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დავაწესებთ. ეს ირანში იმუშავებს და ჩვენ ამ რეჟიმს გავანადგურებთ. დროა, ჩვენმა მოკავშირეებმა და დანარჩენმა მსოფლიომ გადაწყვეტილება მიიღონ“, – განაცხადა მან.
შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ირანთან საქმიანი ურთიერთობების გამო ვაშინგტონი პეკინის მიმართ გარკვეული რეგულაციების დაწესებას, ბესენტმა განაცხადა, რომ უმჯობესია, მსგავსი საუბარი პირისპირ მოხდეს.