სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ ტარიფების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნების მოწოდებების საპასუხოდ და არა ფინანსურ ბაზრებზე არსებული რყევების გამო
სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ ტარიფების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნების მოწოდებების საპასუხოდ და არა ფინანსურ ბაზრებზე არსებული რყევების გამო

აშშ-ს ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თქვა, რომ ტარიფების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა ქვეყნების მოწოდებების საპასუხოდ და არა ფინანსურ ბაზრებზე არსებული რყევების გამო.

ბესენტის თქმით, ჩინეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაცია დიდი შეცდომაა.

„ჩვენ ვართ ქვეყანა დეფიციტით. მაშ, რას ვკარგავთ, როდესაც ჩინეთი ჩვენთან მიმართებაში ტარიფებს ზრდის? ჩვენ მათთან ხუთჯერ ნაკლებ ექსპორტს ვახორციელებთ, ვიდრე ისინი ჩვენთან. ეს მათთვის წამგებიანი პოზიციაა“, – ამბობს ბესენტი.

ბესენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირადად ჩაერთვება სავაჭრო მოლაპარაკებებში.