სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ რუსულ და ირანულ ნავთობზე სანქციების შეჩერება 30 დღით გახანგრძლივდა იმ ქვეყნების თხოვნით, რომლებიც ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო ნავთობის დეფიციტს განიცდიან 
სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ რუსულ და ირანულ ნავთობზე სანქციების შეჩერება 30 დღით გახანგრძლივდა იმ ქვეყნების თხოვნით, რომლებიც ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო ნავთობის დეფიციტს განიცდიან 

აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი აცხადებს, რომ რუსულ და ირანულ საზღვაო ნავთობზე სანქციების შეჩერება 30 დღით გახანგრძლივდა იმ ქვეყნების თხოვნით, რომლებიც ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო ნავთობის დეფიციტს განიცდიან.

ბესენტმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრისას, დაახლოებით ათი ქვეყნის წარმომადგენლისგან მიიღო მოთხოვნა.

ცნობისთვის, მანამდე სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა რუსულ და ირანულ ნავთობზე დროებით მოხსნილ სანქციებზე საშეღავათო პერიოდს არ გააგრძელებდა, თუმცა გასულ კვირას აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციები დამატებით 30 დღით შეამსუბუქა.