მე-12 სკოლასთან მოსწავლეებს შორის ინციდენტი მოხდა
მე-12 სკოლასთან მოსწავლეებს შორის ინციდენტი მოხდა

თბილისში, მე-12 სკოლასთან ინციდენტის დროს ერთ-ერთმა მოსწავლემ დაზიანება მიიღო.

როგორც შსს-ში პირველ არხს განუცხადეს, მოსწავლეებს შორის მოხდა ინციდენტი, რა დროსაც ერთ-ერთ მოსწავლემ მიიღო სხეულის დაზიანება. იგი გადაყვანილია საავადმყოფოში.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილის პირველი ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი