სკოლის მოსწავლეები გერმანიის მთავრობისგან კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ
სკოლის მოსწავლეები გერმანიის მთავრობისგან კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში სკოლის მოსწავლეები კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მთავრობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ამ მოთხოვნით გამართული აქციის ორგანიზატორი შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგია.

აქციის მონაწილეებმა ბანერით „კლიმატი ვერ მოიცდის“ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. პოლიციის ინფორმაციით, აქციაში სკოლის ოთხი ათასამდე მოსწავლე მონაწილეობს.

მსგავსი მოთხოვნით აქციებმა უკვე რეგულარული ხასიათი მიიღო. ყოველ პარასკევს, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში სტუდენტების აქციები ტარდება. ისინი მთავრობისგან კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ.