სკოლის ადმინისტრაცია - დაპირისპირების შედეგად კლინიკაში გადაყვანილი მოსწავლე უკვე გაწერეს
სკოლის ადმინისტრაცია - დაპირისპირების შედეგად კლინიკაში გადაყვანილი მოსწავლე უკვე გაწერეს

რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების შედეგად, მე-9 კლასის ერთ-ერთი მოსწავლე ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველ არხს სკოლის დირექტორის მოადგილემ ვალერიან ჭუმბურიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მოსწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია და ამის შემდეგ ის სახლში გაწერეს.

მოსწავლეებს შორის დაპირისპირების გამო, რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.