პიონჩანგში, ზამთრის 2018 წლის ოლიმპიადაზე, კაცთა შორის სკიკროსის ფინალური ეტაპი ძალზედ საინტერესოდ წარიმართა.
ფინალურ ოთხეულში ორ კანადელთან – ბრედი ლემანთან და კევინ დრურთან ერთად, ოლიმპიური ათლეტი რუსეთიდან სერგეი რიძიკი და შვეიცარიელი მარკ ბიშოფბერგერი მოხვდნენ.
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების ვინაობა პრაქტიკულად დაშვების საწყის ეტაპზევე გაირკვა, ვინაიდან კევინ დრური და სერგეი რიძიკი ერთმანეთს დაეჯახნენ და ასპარეზობას დროებით გამოეთიშნენ.
ბრედი ლემანისა და მარკ ბიშოფბერგერის ორთაბრძოლა კანადელმა კომფორტული უპირატესობით მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა.
ბრინჯაოს მედალი რიძიკს ერგო.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე