სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს  
სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს  

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული   ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო   მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თაღლითური განზრახვით, ერთ-ერთ მოქალაქეს დაუკავშირდა და დაარწმუნა, რომ 3 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ,  საჯარო  სამსახურში მის  დასაქმებას შეძლებდა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაღალანაზღაურებად   თანამდებობაზე. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა თანხის ნაწილი 2 000 აშშ დოლარი, ის სწორედ ამ დროს დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.