სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება
სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება

სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის მიხედვით, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ხუთ წლამდე. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, არაერთგზის, ჯგუფურად – ეს დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. კანონპროექტის ინიციატორები არიან უმრავლესობის წევრები ანრი ოხანაშვილი, მაია ბითაძე, დავით მათიკაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი.