სხვილოს ციხესთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
სხვილოს ციხესთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

სოფელ ქვემო ჭალაში, სხვილოს ციხის მიმდებარედ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტები იმ ადგილას შეიკრიბნენ, საიდანაც რუსმა სამხედროებმა ზაზა გახელაძე გაიტაცეს.

აქციის მონაწილეები საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებას აპროტესტებენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციაზე ასევე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები და საოკუპაციო რეჟიმის ყოფილი პატიმარი, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებენ.