სხვადასხვა ქვეყანა ნეპალის დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს
სხვადასხვა ქვეყანა ნეპალის დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს.
როგორც ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა, მისი ქვეყანა მზადაა, ნეპალს ნებისმიერი სახის ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ დაუკავშირდნენ ნეპალის მთავრობას და მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში მათ დაეხმარონ.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა, ედ მილიბენდმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის საკონსულოს გუნდი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობს საგანგებო რეაგირებისა და დაზარალებულთა დახმარების მიმართულებით.
კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის განცხადებით, მისი ქვეყანა ნეპალის დასახმარებლად მზადაა.
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარი ტრაგედიის გამო და თანაგრძნობა გამოხატა დაღუპულთა ოჯახებისა და დაზარალებულების მიმართ.
ცნობისთვის, ნეპალში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა. ასეულობით ადამიანის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.