სხვადასხვა პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინეს
სხვადასხვა პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო კონტრაქტორმა კომპანიებმა ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინეს.

აღნიშნულ კონტრაქტორებს შორის ექვსმა ჩინურმა კომპანიამ შეიძინა 2000-მდე უკონტაქტო ციფრული ინფრაწითელი თერმომეტრი.

გარდა ამისა, თურქულმა კომპანიამ Polatyol & Mapa და აზერბაიჯანულმა კომპანიამ Akkord Georgia საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილ სპეციალურ ფონდში (StopCov ფონდში) ჯამში 45 000 აშშ დოლარი გადარიცხეს, რომელიც ასევე პანდემიასთან ბრძოლას მოხმარდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო აღჭურვილობა პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე მყოფ სამედიცინო პერსონალსა და საჯარო მოხელეებს საკუთარი პროფესიული საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელებაში დაეხმარება.

დატოვე კომენტარი