სხვადასხვა კლინიკაში აქციაზე დაშავებული 28 პაციენტი რჩება
სხვადასხვა კლინიკაში აქციაზე დაშავებული 28 პაციენტი რჩება

პარლამენტთან აქციაზე დაშავებული მოქალაქეების დიდმა ნაწილმა სამედიცინო დაწესებულებები დატოვა. თბილისის სხვადასხვა კლინიკაში ამ დროისთვის მკურნალობას 29 პაციენტი განაგრძობს. კლინიკებში მყოფ პაციენტებს შორისაა ორი პოლიციელი, სამი ჟურნალისტი და აქციის მონაწილე 23 მოქალაქე.

საავადმყოფოში მოთავსებული მოქალაქეების ძირითადი ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარკვეული ნაწილი ხვალ უკვე სახლში გაეწერება.

რაც შეეხება ორ პაციენტს, რომელთა მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებოა, ისინი რეგიონულ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.