სკანდინავიურმა ავიაკომპანიამ კორონავირუსის პანდემიის გამო შესაძლოა, ხუთი ათასი სამუშაო ადგილი გააუქმოს
სკანდინავიურმა ავიაკომპანიამ კორონავირუსის პანდემიის გამო შესაძლოა, ხუთი ათასი სამუშაო ადგილი გააუქმოს

სკანდინავიურმა ავიაკომპანია SAS-მა კორონავირუსის პანდემიის გამო შესაძლოა, ხუთი ათასი სამუშაო ადგილი გააუქმოს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ავიაკომპანიაში ელოდებიან, რომ ჩვეულებრივ ყველაზე დატვირთულ ზაფხულის პერიოდში აქტივობა დაბალი იქნება. ამის გარდა, სკანდინავიური ავიაკომპანიის ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ ფრენების რაოდენობა პანდემიამდელ პერიოდის დონეს კიდევ რამდენიმე წელი ვერ დაუბრუნდება.

„დრო დასჭირდება, ვიდრე მსოფლიო გაიხსნება და ადამიანები თავდაჯერებულად იგრძნობენ თავს, რომ გავიდნენ გარეთ და იმოგზაურონ“, – განაცხადა SAS-ის გენერალურმა დირექტორმა, რიკარდ გუსტაფსონმა.