სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების მიმართულება ინფრასტრუქტურიდან ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების მიმართულება ინფრასტრუქტურიდან ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა

სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების მიმართულებით არსებული ფუნქციები ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ეკონომიკის სამინისტროში შემავალ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს გადაეცემა.

შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ მოამზადა, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

აღნიშნული სააგენტო ამ კანონის საფუძველზე შეიქმნება. ცვლილებით, სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს ეკონომიკის მინისტრი.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მთავრობის მიერ დამტკიცებული განაშენიანების დეტალურ გეგმას დაამტკიცებს სააგენტო.

პროექტში ნათქვამია, რომ სააგენტოში თანამშრომლების უკონკურსოდ გადაყვანა განხორციელდება.