„სიტიმ“ სეზონის ბოლომდე დაკარგა რუბენ დიაში, ჯონ სტოუნზი და კაილ უოკერი #1TVSPORT
პრემიერლიგის ლიდერმა „მანჩესტერ სიტიმ“ სეზონის ბოლოს სამი წამყვანი მცველი დაკარგა. ინგლისის ჩემპიონატის დარჩენილ სამ ტურში ვერ ითამაშებენ რუბენ დიაში, ჯონ სტოუნზი და კაილ უოკერი.
ამის შესახებ განაცხადა „სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ.
რუბენ დიაში შეცვალეს „ნიუკასლთან“ ბოლო ტურის მატჩის შესვენებაზე კუნთის დაზიანების გამო.
უფრო ადრე უოკერმა ვერ დაასრულა ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალი „რეალთან“ კოჭის ტრავმის გამო, სტოუნზმა კი ბოლო ორი შეხვედრა ბარძაყის დაზიანების მიზეზით გამოტოვა.
დარჩენილ ტურებში „სიტის“ სათამაშო დარჩა სტუმრად „ვულვერჰემპტონთან“ და „ვესტ ბრომვიჩთან“ და საკუთარ მოედანზე „ასტონ ვილასთან“.