„სიტიმ“ ისევ გაუშვა, გვარდიოლას გუნდის ჩემპიონობა გადაიდო
„სიტიმ“ ისევ გაუშვა, გვარდიოლას გუნდის ჩემპიონობა გადაიდო

„მანჩესტერ სიტის“ გაჩემპიონება მინიმუმ, ერთი ტურით გადაიდო. ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ 0:3 განადგურების შემდეგ, პრემიერლიგის 33-ე ტურში ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ისევ სამი გოლი გაუშვა და შინ 2:3 წააგო „მანჩესტერ იუნაიტედთან“.

არადა, 30-ე წუთისთვის, ვენსან კომპანისა და ილქაი გიუნდოგანის გოლებით „სიტი“ 2:0-ს იგებდა. ყველაფერი მეორე ტაიმში დასაწყისში შეიცვალა, როცა პოლ პოგბას მიერ 97 წამში შესრულებული დუბლით „იუნაიტედმა“ ანგარიში გაათანაბრა, 69-ე წუთზე კი კრის სმოლინგმა „იუნაიტედს“ გამარჯვება მოუტანა.

ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა გუნდმა ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ზედიზედ ორ მატჩში სამი გოლი გაუშვა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ არ მისცა „მანჩესტერ სიტის“ ვადაზე ადრე გაჩემპიონების საშუალება და მასთან სხვაობა ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე 13 ქულამდე შეამცირა.