სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ ისრაელს არ გაუწევია რეალური ძალისხმევა ბრალდებების გამოსაძიებლად

17:26, 17.01.2025

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის განაცხადებით, ისრაელს არ გაუწევია რეალური ძალისხმევა ბრალდებების გამოსაძიებლად.

„როიტერთან“ ინტერვიუში კარიმ ხანმა აღნშნა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოვ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერის გაცემის თაობაზე.

პროკურორი ასევე გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალური პირების სანქცირების შესახებ მიღებულ კანონპროექტს, რომელსაც არასასურველი და მიუღებელი უწოდა.

 

მსგავსი