სირიული მედიის ცნობით, დამასკოს შემოგარენში ისრაელის დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
სირიული მედიის ცნობით, დამასკოს შემოგარენში ისრაელის დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

დამასკოს შემოგარენში ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანა“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ასევე დაშავებულია სამი სამხედრო.

როგორც „სანა“ იტყობინება, ისრაელის დარტყმის სამიზნეს საჰაერო თავდაცვის დანაყოფი წარმოადგენდა.

სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ სირიის სახელმწიფო მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე ისრაელის შეიარაღებულ ძალებში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.