სირიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მეამბოხეთა წარმომადგენლისთვის ძალაუფლების გადაცემას დათანხმდა
სირიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მეამბოხეთა წარმომადგენლისთვის ძალაუფლების გადაცემას დათანხმდა, – ამის შესახებ მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, მუჰამად ღაზი ალ-ჯალალიმ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
სირიელმა მეამბოხეებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანს მეამბოხეთა დაჯგუფების ლიდერის, აბუ მუჰამედ ალ-ჯულანის, რომელიც სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას ხელმძღვანელობდა, შეხვედრა ალ-ჯალალისთან. მეამბოხეთა განცხადებით, შეხვედრის მიზანი იყო „ძალაუფლების გადაცემის კოორდინაცია ისეთი ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს სირიის მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდებას“.
სირიაში არასტაბილური ვითარება მას შემდეგ შეიქმნა, რაც სირიელმა მეამბოხეებმა რამდენიმე დიდი ქალაქი დაიკავეს, 8 დეკემბერს კი დედაქალაქში შევიდნენ და განაცხადეს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი დაამხეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავად ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში არიან, სადაც მათ თავშესაფარი მიიღეს.