სირიის თავდაცვის სამინისტრო - დამასკო და მისი გარეუბნები მოწინააღმდეგის ძალებისგან სრულად გათავისუფლდა
სირიის თავდაცვის სამინისტრო - დამასკო და მისი გარეუბნები მოწინააღმდეგის ძალებისგან სრულად გათავისუფლდა

დამასკო და მისი გარეუბნები ტერორისტებისა და ამბოხებულებისგან სრულად გათავისუფლებულია, – ამის შესახებ სირიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიის სამთავრობო არმიამ დაიკავა დაეშის პოზიციები იარმურკის პალესტინელების ბანაკში და ჰაჯარ ალ-ასვადი.

დამასკოში ამბობენ, რომ დედაქალაქი და მიმდებარე ტერიტორიები ბოლო შვიდ წელიწადში მოწინააღმდეგის ძალებისგან პირველად გათავისუფლდა. სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ჯგუფის ინფორმაციით, ბრძოლის ზონა 1 600-მდე ადამიანმა, მათ შორის დაეშის წევრმა დატოვა და აღმოსავლეთის მიმართულებით უდაბნოში გადავიდა.