სირიის შეიარაღებულმა ოპოზიციამ და რუსეთმა სამხრეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

12:12, 05.07.2018

სირიის შეიარაღებულმა ოპოზიციამ და რუსეთმა სამხრეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მხარეები ერთმანეთს სირიის ქალაქ დარააში შეხვდნენ, მოლაპარაკების მიზანი კი დარაასა და ქუნეიტრაში ცეცხლის სრული შეწყვეტა იყო.

სირიის ოპოზიციის ინფორმაციით, რუსეთი არ დათანხმდა პირობას, რომ სირიის არმიას და ირანისგან მხარდაჭერილ სამხედრო ჯგუფებს დაკავებული ტერიტორიები დაეტოვებინათ, რაც იძულებით გადაადგილებული პირების თავისუფალი გადაადგილებისთვისაა აუცილებელი.

სირიის დარაას პროვინციაში ორი კვირაა ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ასადის არმიამ, მოკავშირეებთან ერთად რამდენიმე ქალაქი და დასახლებული პუნქტი აიღო.

მსგავსი